თიბისი ბანკის პოსტერი „გამარჯობა“ მსოფლიოს 200 საუკეთესო ციფრულ ნამუშევარს შორის მოხვდა
2016-12-19 12:44:45 · ამობეჭდვა

ქართველი არტისტის, აბესალომ ყაველაშვილის მიერ თიბისი ბანკისთვის შექმნილი პოსტერი „გამარჯობა“ მსოფლიოს 200 საუკეთესო ციფრულ ნამუშევარს შორის მოხვდა და შევიდაLuerzers Archive-ის პრესტიჟულ გამოცემაში „ 200 BEST Digital Artists Worldwide 2017/2018 . https://www.luerzersarchive.com/en/magazine/specials.html

საქართველო ამ გამოცემაში ისტორიაში პირველად მოხვდა. Luerzers Archive მსოფლიოს წამყვანი ონლაინ და ბეჭდური გამომცემლობაა, რომელსაც ეკუთვნის ისეთი პრესტიჟული გამოცემები, როგორებიცაა 200 BEST Digital Artists Worldwide, 200 BEST Photographers Worldwide, 200 BEST Illustrators Worldwide.

კრებულში აბესალომ ყაველაშვილის სულ 3 ნამუშევარია შეტანილი.

წიგნები 2 წელიწადში ერთხელ გამოდის და მათ მოიხსენიებენ, როგორც Special Books. მსოფლიოს მაშტაბით უამრავი არტისტი თუ ფოტოგრაფი მონაწილეობს კონკურსში იმისათვის, რომ მათი ნამუშევრები მოხვდეს ამ გამოცემებში. ყოველწლიურად კონკურსში მინიმუმ 10 000 განაცხადი ფიქსირდება,

საუკეთესოებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული, თავიანთ დარგში საუკეთესო სპეციალისტებისგან შემდგარი ჟიური არჩევს.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ პირველი არტისტი ვარ საქართველოდან, რომელიც ამ გამოცემაში მოხვდა. მადლობა თიბისი ბანკს, რომელმაც მომცა ინსპირაცია, შემექმნა ნამუშევარი თემაზე „გამარჯობა“. ვიმედოვნებ, ეს იქნება კარგი მოტივაცია ქართველი არტისტებისათვის, რომ მათაც წარადგინონ საკუთარი ნამუშევრები ამ ტიპის საერთაშორისო კონკურსებზე და გაიტანონ თავისი შემოქმედება საზღვარგარეთ,“- განაცხადა აბესალომ ყაველაშვილმა.







გაზიარება და მოწონება