2016-12-15 16:39:04
ამირან გამყრელიძე მოსახლეობას ანტივირუსული ვაქცინაციისკენ მოუწოდებს, თუმცა ვაქცინა დეფიციტურია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს გავრცელებული ვირუსისგან თავის დასაცავად გაიკეთონ ნებაყოფლობითი ვაქცინა, თუმცა გამყრელიძე ამბობს, რომ ანტივირუსული ვაქცინა დეფიციტურია.

”მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნებაყოფლობითი ვაქცინაცია აუცილებელია. ჩვენ ვცრით ყველაზე უფრო მოწყვლად ჯგუფებს, ბავშვთა სახლებში, მოხუცთა სახლებში, გარკვეული ქრონიკული დაავადებებით, მათ შორის, დიაბეტიან ბავშვებს, ასევე ვცრით შიდსიან, ჰეპატიტიან ავადმყოფებს და რა თქმა უნდა, სამედიცინო პერსონალს, რომელთათვის აცრა აუცილებელია, რადგან ისინი პირველი ეხებიან გრიპიან ავადმყოფს”, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე