2016-12-09 09:13:23
ჯანდაცვის ბიუჯეტის ფლანგვა-ჭიაბერაშვილი დაგეგმილ ცვლილებებს აკრიტიკებს

საყოველთაო ჯანდაცვის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" აკრიტიკებს. როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, დაგეგმილი ცვლილებები ორ უარყოფით შედეგს გამოიწვევს. მისი თქმით, გაძვირდება კერძო დაზღვევა, რაც კერძო დაზღვეულთა რიცხვს შეამცირებს და სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რიცხვს გაზრდის. 

ჭიაბერაშვილი მთავრობის გეგმას ჯანდაცვის ფინანსების ფლანგვას უწოდებს. 

„ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვა იმისათვის, რომ ყაირათიანად დაიხარჯოს ეს ფული, გადავიდოდა კერძო სადაზღვევოების ხელში, მაგრამ ამას არ აკეთებენ. შესაბამისად, გაგრძელდება ჯანდაცვის ფინანსების ფლანგვა ერთ მხარეზე და მეორე მხარეს ისინი, ვინც კერძო დაზღვევას ყიდულობს, გაუძვირდებათ პაკეტები. შესაბამისად, უფრო ნაკლები ადამიანი შეძლებს მათ ყიდვას და უფრო მეტი ადამიანი დააწვება სახელმწიფო ბიუჯეტს კისერზე,“ -აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.ა

ამავე თემაზე