ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
სამხედრო ძალების რაოდენობა იგივე რჩება- წარდგინებას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა
2016-11-24 14:47:48 · ამობეჭდვა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს დღეს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს წარდგინება გააცნო, რომელიც „2017 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცებას“ შეეხება.
საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომ 2017 წელს სამხედრო ძალების რაოდენობა განისაზღვროს არაუმეტეს 37000 ადამიანისა.
„მომვალ წელს სამხედრო ძალების რაოდენობა იგივე რჩება, რაც წელს იყო. შესაბამისად, მოხარულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება კომიტეტმა მიიღო და ჩვენი სამხედრო ძალები ფუნქციონირებას უკეთ გააგრძელებენ“, - განაცხადა ანა დოლიძემ.







გაზიარება და მოწონება