ვებ-გვერდზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
საკმარისი თანხები საბრძოლო მომზადებისთვის არ არის მიმართული- იზორია სამინისტროს გამოწვევებზე
2016-11-24 12:14:37 · ამობეჭდვა

პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ლევან იზორიას მოუსმინეს. როგორც იზორიამ განაცხადა, სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევა ისაა, რომ საკმარისი თანხები საბრძოლო მომზადებისთვის არ არის მიმართული.

„თანხების მობილიზება უნდა მოხდეს იმისთვის, რასაც ჰქვია წვრთნების, შეიარაღებული ძალების დაკომპლექტების კომპონენტი, პერსონალი და აღჭურვილობა. ეს კომპონენტები იმ სტანდარტების უნდა იყოს, რასაც ნატო ითხოვს. ეს ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიროტეტი იქნება“, - განაცხადა იზორიამ.







გაზიარება და მოწონება