2016-10-26 20:33:58
ცხონებულ მუამარ კადაფს აქვს ნათქვამი,რომ ქალიც ადამიანია...-ნათელაშვილი ,,პოსტსაარჩევნო დეპრესიაზე"(ვიდეო)

პირველი ლეიბორისტის, შალვა ნათელაშვილის თქმით, არჩევნების შემდეგ პოლიტიკური დეპრესია ბუნებრივი პროცესია. ზოგი პოლიტიკიდან მიდის და ზოგიც დროებით წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას.

მისი თქმით, პაატა ბურჭულაძემ საერთოდ ვერ მოასწრო პ[ოლიტიკაში შესვლა.

გადაცემა ,,პრიორიტეტში" საუბრისას, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ ერთადერთი ის არ მიდის არც ქვეყნიდან და არც პოლიტიკიდან.

,,მე ჯვარი მაქვს დაწერილი ამ ქვეყანაზე და უნდა ბოლომდე ვზიდო ეს ჯვარი,"- განაცხადა ნათელაშვილმა და არნიშნა, რომ ექსპრემიერ ივანიშვილს მისი პარტიისა და რეიტინგის ძალიან ეშინოდა.

ამავე თემაზე