2016-10-18 13:47:43
ბრძოლა Iphone -ის ბაზრისთვის - დგას თუ არა "აიტექნიკის" უკან სააპალაციო სასამართლოს თავჯდომარე და მისი მეუღლე

Iphone + -ის დამფუძნებელი მამუკა მაღრიშვილი მისი კომპანიის მიმართ დაწყებული სამართლებრივი დევნის უკან  სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერიან ცერცვაძის ინტერესებს ხედავს. 

მაღრიშვილი ამბობს, რომ "აიტექნიკის" რეალური მფლობელი სწორედ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ვალერიან ცერცვაძეა

მამუკა მაღრიშვილის განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებით,Iphone +-ს, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს ყადაღა დაადეს, რითიც მაღრიშვილის თქმით, ფაქტობრივად ამ კომპანიის რელიაზაია შეაჩერეს. Iphone +-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ  "აიტექნიკმა"  კონკურენციის პირობებს ვერ გაუძლო და მისი რეალური მფლობელის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, ვალერიან ცერცვაძის გავლენების შედეგად, სასამართლომ ყოვლად გაუმართლებელი გადაწყვეტილება მიიღო-  Iphone + დააყადაღა და მისი გაკოტრებება განიზრახა.

როგორც მაღრიშვილმა "პირველი რადიოს" რადიოკლუბში პრესკონფერენციისას განაცხადა, "აიტექნიკი" ცერცვაძეების საოჯახო ბიზნესია, რომლის მფლობელი ვალერიან ცერცვაძის ცოლის ძმა-ბექარ მიკუჭაძეა, ხოლო მთავარი მენეჯერი, ვალერიან ცერცვაძის ცოლი-გვანცა მიკუჭაძე, რომელსაც ქონებრივი დეკლარაციის საფუძველზე ამ კომპანიდან 100 000 ლარამდე შემოსავალი უფიქსირდება. მაღრიშვილის განცხადებით, ვალერიან ცერცვაძის ძმა პროკურატურის ერთ-ერთი მაღალჩინოსანია, ასევე საქალაქო სასამართლოსა და სხვა უწყებებში მუშაობენ ცერცვაძის ნათესავები, შესაბამისად მათი გავლენა დიდია და

Iphone + -ის წინააღმდეგ დწყებული სამართლებივი მოქმედებები სისრულეში სწორედ მათ მოჰყავთ. 

,,პირველი რადიო“ საპასუხო კომენტარისთვის "აიტექნიკს" დაუკავშრდა, თუმცა, მთავარმა მენეჯერმა გვანცა მიკუჭაძემ ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა.

ამავე თემაზე