2016-09-29 19:05:51
შსს-ს დღევანდელი ინფრომაციით შოკირებული ვარ და სხვა ფორმატში ვეცდები საკითხში გარკვევას

პარლამენტის თავმჯდომარე დღეს შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტორებისას აცხადებს, რომ ინფორმაციით შოკირებულია და საკითხში გარკვევას, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, სხვა ფორმით შეეცდება:

„მე შინაგან საქმეთა სამინისტროს დღევანდელი ინფორმაციით ვარ გაოგნებული და მეტ კომენტარს ახლა არ და ვერ გავაკეთებ ძალიან ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მე როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, უშიშროების საბჭოს წევრი ცოტა სხვა ფორმით და სხვა ფორმატში ვეცდები საკითხში გარკვევას, რადგან ძალიან ხშირად და ბევრჯერ საჯარო სივრცეში სასაუბრო არ არის ხოლმე. ვარ გაოგნებული და შოკირებული. რატომ და რის გამო, ამაზე ახლა ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს მომეხსნება ეს გაოგნება და არ მექნება ამის საფუძველი“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  

ამავე თემაზე