2016-09-29 18:37:37
"რატომ არ ამოიღეს ეს იარაღი აქამდე და რატომ დაფაცურდნენ ახლა, როდესაც ახლოვდება არჩევნები?"

ნინო ბურჯანაძე შსს-ს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, დიდი რაოდენობით იარაღის აღმოჩენის შესახებ, წინასააეჩევნო კამპანიად აფასებს და ამბობს, რომ იარაღის სამალავების არსებობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხანია ცნობილი იყო:

,,ჩვენ ყველამ კარგად ვიცოდით, რომ იყო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებობს იარაღის სამალავები. რას აკეთებდა ,,ქართული ოცნება“ ოთხი წლის განმავლობაში, რატომ არ გამოიძია მთელი რიგი საქმეები, მათ შორის ძალიან დიდი უსამართლობა, რომელიც მოხდა მთელ საქართველოში, ზუგდიდში და დანარჩენ სამეგრელოში. რატომ არ დაისაჯნენ ის ადამიანები, რომლებიც ატერორებდნენ მთელ მოსახლეობას და აუბედურებდნენ ოჯახებს. რატომ არ ამოიღეს ეს იარაღი აქამდე და რატომ დაფაცურდნენ ახლა, როდესაც ახლოვდება არჩევნების დღე და ადამიანები ალაპარკდნენ მოსალოდნელი დესტაბილიზაცის საფრთხეზე? მოსახლეობამ უარი უნდა უთხრას ისეთ პოლიტიკურ ძალას, რომელიც გაბედავს რომელიმე კუთხის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკისთვის და ამბიციებისთვის,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ 

ამავე თემაზე