2016-08-31 21:03:51
ბელარუსის ეროვნული გამოფენა საქართველოში

1 სექტემბერს, 13 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში ბელარუსის ეროვნული  გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი გახსნის, შემდეგ კი დამსწრეებს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის მოადგილე- მიხაილ რუსი მიმართავენ. გახსნის ცერემონიალის შემდეგ ოფიციალური პირები ექსპოზიციას დაათველიერებენ, შემდეგ კი „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში  საქმიანი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება, სადაც სიტყვით საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, ბელარუსის პრემიერის მოადგილე - მიხაილ რუსი და ბელარუსის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე - ვიაჩესლავ ბრილი მიმართავენ. საბჭოს მოადერატორი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი- ნინო ჩიქოვანი იქნება. საბჭოს ფარგლებში დაგეგმილია საქართველოსა და ბელარუსის სხვა და სხვა უწყებების წარმომადგენლები ფარმაცევტიკის, ტურიზმისა და სამრეწველო კოოპერაციის შესახებ პრეზენტაციებს გამართავენ. ბელარუსის ეროვნული გამოფენის ოფიციალურად გახსნის ცერემონიალს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც დაესწრებიან.

ბელარუსის ეროვნული გამოფენა საქართველოსა და ბელარუსის სავაჭრო პალატების ორგანიზებით ტარდება. მისი ორგანიზების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.  ღონისძიება  წლის განმავლობაში  ბელარუსის რესპუბლიკის მიერ- ქვეყნის ფარგლებს გარეთ დაგეგმილ ღონისძიებებს შორის ყველაზე მასშტაბური იქნება. გამოფენაში  მონაწილეობას ბელარუსის რესპუბლიკის 140 წამყვანი საწარმო იღებს.  მათ შორის მანქანათმშენებლობის, სოფლის მეურნეობის სექტორისა და ნავთობ-ქიმიური მრეწველობის წარმომადგენლები. ასევე ხისა და სამშენებლო მასალების წარმოება, ჯანდაცვის, სპორტის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და  ლოჯისტიკის მიმართულებები,  სამეცნიერო მიღწევები და საგანმანათლებლო სერვისები, ინფორმაციული ტექნოლოგიები, სამომხმარებლო საქონელი და სხვ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნება კულტურული პროგრამა, რომელშიც ბელარუსში  პოპულარული არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.

ბელარუსის ეროვნული გამოფენა საგამოფენო ცენტრ- „ექსპო ჯორჯიაში“ 1-დან 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.

 

ღონისძიების მედია-პარტნიორია: “K International”

 

 

 

ამავე თემაზე