2016-08-30 10:12:07
"შეიძლება გადავიკვეთოთ ნებისმიერ პარტიასთან" - მეჭიაური- ბედუკაძის შეხვედრა პარლამენტში

თამაზ მეჭიაურს პარლამენტში პოლიტიკური მოძრაობა "ცენტრისტების" ერთ-ერთი ლიდერი ვლადიმერ ბედუკაძე შეხვდა. ბედუკაძის თქმით, მან მეგობართან პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

"მეგობარი მოვინახულე, ერთ-ერთი მეგობარი, პოლიტიკსათან დაკავშირებით. ჩვენ ვართ დაკავშირებული უკვე კომუნისტურ პარტიასთან, შეიძლება გადავიკვეთოთ ნებისმიერ პარტიასთან, ვინც იზიარებს ჩვენს პოლიტიკურ პოზიციას." განაცხადა შეხცედრიდან გამოსულმა ბედუკაძემ.  

თავად მეჭიაურის თქმით კი  ბედუკაძემ მას მადლობა გადაუხადა, ცესკოს მიერ "ცენტრისტების" რეგისტრაციიდან მოხსნის გამო გამოთქმული მხარდაჭერისთვის. სხვა დეტალები არც მას დაუკონკრეტებია.

"მადლობა გადამიხადა იმისათვის, რომ ადრე იყო ასეთი შემთხვევა, როცა მოხსნეს, მე მაშინ ვთქვი, რომ არ მიმაჩნდა სწორად მოხსნა... მე მაქვს ჩემი კურსი და ძლივს გავთავისუფლდი, მარტო ვიყრი კენჭს" განაცხადა მეჭიაურმა.

ამავე თემაზე