2016-08-03 15:35:10
"საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების განცხადებები" -მოსამართლე სიჭინავა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები პოლიტიკური განცხადებების შეფასებებისგან თავს იკავებენ. მოსამართლე ოთარ სიჭინავა​ს განცხადებით მას არ აინტერესებს თუ რა განცხადებები კეთდება პოლიტიკოსების მხრიდან. „პოლიტიკოსების განცხადებებზე მოსამართლეები კომენტარს არ აკეთებენ. საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკოსების განცხადებები, მინდა გითხრათ. არაერთხელ მითქვამს და არც ვიცი, რა თქვეს“, - განაცხადა სიჭინავამ.

ამავე თემაზე