2016-07-29 14:02:16
ოზურგეთში ხე გადარგეს (ფოტო)

ოზურგეთის მერიამ   9 აპრილის სახელობის პარკიდან ხე გადარგო. მუნიციპალიტეტს ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ აღნიშნულ პარკს რეკონსტრუქცია უტარდება. პარკის გაყოფა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გადატვირთული მოძრაობის დარეგულირების მიზნით გადაწყდა. იქ არსებული სავაჭრო ობიექტების სიმრავლის და აგრარული ბაზრის არსებობის გამო მუდმივად ქაოსური მდგომარეობაა შექმნილი. ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები. მათივე ინფორმაციით, რეკონსტრუქციის შედეგად ხეებს დაზიანება არ ემუქრება. რაც შეეხება დეკორატიულ მუხას, შესაბამისი სამსახურების მიერ ავტოსადგურის ტერიტორიაზე იქნა გადარგული.

“პროექტი, რომელიც ამჟამად 9 აპრილის სახელობის პარკში ხორციელდება, ქალაქისთვის ერთობ მნიშვნელოვანია. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ქალაქში, უსაფრთხო გადაადგილება შესაძლებელი გახდება. ჩვენთვის მთავარი საზოგადოებისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნაა. რაც შეეხება ოპონენტების აბსურდულ მოსაზრებებს, ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ადამიანთა შეფასებები, რომელთაც ცხრა წლის მანძლზე ქვეყნისა და ქალაქის საკეთილდღეოდ ნაბიჯი არ გადაუდგამთ. ტყუილად ცდილობენ ქალაქის მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებს ჩრდილი მიაყენონ, რადგან საზოგადოება თვალნათლივ ხედავს განსხვავებას და ჩვენს საქმიანობას აფასებს.“ - განაცხადა ქალაქის მერმა, ბეგლარ სიორიძემ.

ამავე თემაზე