2016-07-28 15:12:20
რას ლობირებდა ღარიბაშვილის მრჩეველი - ყოფილი მინისტრი დუმილს არღვევს

დევნილთა ექსმინისტრი დავით დარახველიძე დევნილებისთვის ბინების შესყიდვაში სამინისტროს მიერ ზედმეტად დახარჯულ თანხებზე საუბრობს. დარახველიძის განცხადებით თავისი მინისტრობისას 2088 დევნილისთვის 22-სართულიანი ბინის იაფად მშენებლობის პროექტი არსებობდა, თუმცა   ეს პროექტი ეკონომიკური საბჭოს მითითებით დღევანდელმა მინისტრმა სოზარ სუბარმა ჩაშალა. ნაცვლად კი, სამინისტრომ უფრო ძვირად იყიდა ბინები და თან ბევრად ნაკლები, რაც მისი პროექტით იყო გათვალისწინებული. დარახველიძის თქმით ამ ყველაფერს კი ეკონომიკური საბჭოს იმდროინდელი მდივანი რომან ჩხენკელი ლობირებდა. "საბჭოს იმდროინდელი მდივანი რომან ჩხენკელი, რომელიც ღარიბაშვილის მრჩეველი იყო. ასევე ძალიან აქტიურობდა ირაკლი როსტომაშვილი, მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარე. ეს გაკოტრებული კომპანიები ცდილობდნენ ამ მათთვის მომგებიან საქმეში ჩართულიყვნენ და თან სამინისტროს ბიუჯეტიდან ფული ავანსად მიეღოთ. ჩემი გამოშვების შემდეგ ეს პროცესი დაიძრა. ამ ბოლო ერთ წელიწადში რამდენიმე ბინა ამ კომპანიების მიერ არც გადაცემულა",-განაცხადა დავით დარახველიძემ "რეზონანსთან" საუბარში.

ამავე თემაზე