2016-07-28 12:13:24
"მე დავასახელებ გვარს - მოსამართლის სკანდალური განცხადება პროკურატურაში შესვლამდე (ვიდეო)

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან ერემაძე პროკურატურაში მივიდა. საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მოსამართლემ მედიის წარმომადგენელბთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის აპირებს  ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

„ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ გიორგი პაპუაშვილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციიდან არც ერთი არ შემეხებოდა პერსონალურად მე. თუმცა იმავდროულად არასწორი იქნება იმის თქმა, რომ ის რაც ბატონმა პაპუაშვილმა გააჟღერა პირველად გავიგე ან არაფერი ვიცოდი ამის შესახებ, ან სასამართლოში ასეთი ინფორმაცია არ არსებობდა. ნამდვილად სასამართლოში რამდენჯერმე, მათ შორის მოსამართლეებთან ერთად ამაზე გვისაუბრია. მათ შორის ვიდრე ბატონი გიორგი ასეთ განცხადებას გააკეთებდა რამდენიმე დღით პლენუმის ფორმატში თითქმის ყველა მოსამართლე ალბათ ერთის გამოკლებით, ჩვენ დღის წესრიგით სხვადასხვა საკითხებს ვიხილავდით და ბატონი გიორგი იყო რა შეწუხებული ერთ-ერთ მოსამართლის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, მან მოსამართლეები ჩაგვაყენა საქმის კურსში,“-განაცხადა ქეთევან ერემაძემ.

ამავე თემაზე