ასლან ხუსეინის ძე აბაშიძე ბათუმში დაბრუნდა და დღეიდან შეხვედრებს იწყებს
2013-07-24 15:25:19 · ამობეჭდვა

32-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში მოძრაობა - ”ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან” დამფუძნებელი - ასლან ხუსეინის-ძე აბაშიძე ჩამოვიდა. გუშინ, საღამოს ათ საათზე ბათუმის აეროპორტში მას ახლობლები, ოჯახის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები დახვდნენ. ჩამოსვლის მიზეზად ასლან აბაშიძემ ქართველი ერის საკეთილდღეოდ საზოგადოებასთან შეხვედრა, მათი პრობლემების გაცნობა და შემდგომი სამოქმედო გეგმის დასახვა დაასახელა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მას პოლიტიკური ამბიციები არ გააჩნია. აბაშიძე აცხადებს, რომ წინამორბედი ხელისუფლების საბოლოოდ დასამარცხებლად მზად არის ბიძინა ივანიშვილს დაეხმაროს, თუმცა უკეთესი მომავლისათვის დამოუკიდებლადაც იბრძოლებს. აჭარაში იგი 40 დღის განმავლობაში დარჩება. საზოგადოებასთან პირველი შეხვედრა, როგორც თავად ამბობს, აეროპორტში უკვე შედგა. დღეს იგი შეხვერდებს ქედის მუნიციაპლიტეტში, საკუთარი სოფლიდან, ცხემლადან იწყებს. მოძრაობა - ”ღირსეული აჭარა ბიძინა ივანიშვილთან” ასლან აბაშიძემ ორი თვის წინ დააფუძნა.







გაზიარება და მოწონება
კომენტარები



www.wsa.ge