2016-07-16 00:05:56
„მურუსიძის კლანი“ - ცერცვაძე და ჩინჩალაძე - ვინ აკონტროლებს მოსამართლეებს?
თბილისის საქალაქო სასამართლო ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ,,რეზონანსთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ იუსტიციის საბჭოში არსებობს პირობითად მურუსიძის კლანი რომლის უკანაც ჩინჩალაძე და ცერცვაძე დგანან.
„დღევანდელი იუსტიციის უმაღლესი საბჭო მთლიანად ჩინჩალაძისა და ცერცვაძის კონტიგენტით არის შევსებული. პირობითად „მურუსიძის კლანი“ ჰქვია, თორემ იგი რეალურად არაფერ წყვეტს. ის, უბრალოდ, კარგი შემსრულებელია... სასამართლო სისტემაში მურუსიძეს და ყველა დანარჩენს ხელმძღვანელობენ ცერცვაძე და ჩინჩილაძე. ესენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი ხელმძღვანელები არიან, რომლებმაც ეს ყველაფერი ჩამოაყალიბეს და დღეს თუ რამე პრეტენზია არსებობს სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, სწორედ მათი დამსახურებაა. 2012 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, თვითონ გადავიდნენ უკანა პლანზე და საკუთარი კადრებით გაავსეს ისუტიციის უმაღლესი საბჭო“, - აცხადებს მამუკა ახველედიანი ,,რეზონანსთან“ ინტერვიუში.
ამავე თემაზე
კვირის პოპულარული
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
ამ კვირაში
კვირის ვიდეოები