2016-06-28 20:38:24
მოსმენები დღესაც გრძელდება,ისე არაპროფესიონალურად მისმენენ,რომ ბოლომდე ვერ ვამთავრებ ჩემს აზრს-ბურჭულაძე(ვიდეო)

ვინც გვისმენს ყველა უნდა დაისაჯოს-ასე ეხმაურება მოძრაობა “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერი, დღეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შოთა ხიზანიშვილის დაკავების ფაქტს. პაატა ბურჭულაძემ განცხადება, ტელეკომპანია "იბერიას" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, არა მარტო ხიზანიშვილი, არამედ უნდა დაისაჯოს ყველა ვინც მოსმენებს ახორციელებს. 

პაატა ბურჭულაძე ამბობს, რომ უკანონო მოსმენები ამ დრომდე გრძელდება. ბურჭულაძე დარწმუნებულია, რომ  მისი ტელეფონი ისმინება. 

"ისე არაპროფესიონალურად მისმენენ, რომ ბოლომდე ვერ ვამთავრებ ჩემს აზრს,"-განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. 

ამავე თემაზე