სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება - თავდაცვის მინისტრმა ბრძანებას ხელი მოაწერა
2016-06-27 10:32:04 · ამობეჭდვა

სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება - შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა თავდაცვის მინისტრმა. ბრძანებულება ძალაში 2017 წელს შევა. თინა ხიდაშელმა განკარგულებას ხელი მედიის წარმომადგენლების თანდასწრებით მოაწერა. „ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით ბრძანებას ვაწერ ხელს ბრაძანებას, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება“,-აღნიშნა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.





გაზიარება და მოწონება