2016-06-06 15:04:00
რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს 3 მოქალაქე გაათავისუფლა

 პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის  რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსულმა მხარემ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე გაათავისუფლა. როგორც აბაშიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  პრაღაში, ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განიხილება საკითხი, რომელიც ეხება საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლებას, რომლებიც რუსეთში იხდიან მრავალწლიან სასჯელს ჯაშუშობის ბრალდებით.

„2014 წელს ჩვენ გავათავისუფლეთ ჩვენი 3 მოქალაქე. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მხარემ დამატებით კიდევ ჩვენი 3 მოქალაქე გაათავისუფლა, რომლებიც უკვე დაუბრუნდნენ ოჯახებს. ამაში მონაწილეობა მიიღო ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ, შესაბამისმა უწყებებმა და ალბათ ივნისის თვეში კიდევ ერთი ჩვენი მოქალქე, რომელიც რიგით მეშვიდე იქნება, გათავისუფლდება. იმედი გვაქვს, რომ ეს თემა ახლო მომავალში საერთოდ დაიხურება“, -განაცხადა აბაშიძემ. 
როგორც ზურა აბაშიძე ამბობს, გათავისუფლებული პირების სახელებსა და გვარებს არ ასახელებენ, ვინაიდან შესაძლოა მათ არ სურდეთ ვინაობის გამჟღავნება. მისივე თქმით,  ამ ეტაპზე ჯაშუშობის ბრალდებით რუსეთში საქართველოს რამდენიმე მოქალაქე დარჩა და ეს რიცხვი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე გათავისუფლდნენ.

ამავე თემაზე