2016-05-29 15:53:54
პარლამენტის უმოქმედობა დანაშაულია! – პარლამენტის წინ აქცია გაიმართა

პარლამენტის უმოქმედობა დანაშაულია! – ამ ლოზუნგით დღეს პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო სექტორის აქცია გაიმართა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები განმარტავენ, რომ საგზაო მოძრაობის შესახებ საკანონმდებლო ორგანოში 2015 წელს შესული კანონპროექტი თაროზეა შემოდებული.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ კანონპროექტის განხილვა, ოპტიმიზაცია და დამტკიცება დაუყონებლივ, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე მოხდეს, რადგან საგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობამ 2015 წელს 600 ადამიანს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

“ერთ მხარეს ჩვენ გვაქვს სრულიად სისხლიანი გზები. წელიწადში 600-მეტი გარდაცვლილი და 10 ათასზე მეტი დაშავებული და ევროპაში ვართ პირველ ადგილზე ამ საშინელი მაჩვენებლით. მეორე მხრივ, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ამას მშვიდად ადევნებს თვალყურს, როგორ იხოცებიან ჩვენი მოქალაქეები ჩვენს გზებზე. არც გეგმაა აქვს, არც სტრატეგია, არც ხედვა და ის პროგრამები, რაც კი სხვადასხვა  სამინსიტროს მხრიდან უნდა განხორციელებულიყო, ყველა გაჩერებულია და ყველა გადატანილია არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის,“ - განაცხადა საქართველოს ტრანსპორტის და გზების ასოციაციისთავმჯდომარემ, დავით მესხიშვილმა.

ამავე თემაზე