2016-05-23 23:59:17
„არ მინდა, რომ ჩემი მანდატი ვიღაც ლიბერასტსა და ნაცს ჩავაბარო“

ფრაქცია  „ქართული  ოცნების“  წევრი  ომარ ნიშნიანიძე  ასავალ-დასავისთვის  მიცემულ  ინტერვიუში  აცხადებს,  რომ  მას  არ  სურს  მისი  მანდანტი „ვიღაც ლიბერასტს“ ან  ნაციონალს  ჩააბაროს,  ნიშნიანიძე  ამბობს  რომ  ის  არც  ოცნების  სიაში  წერია  და  არც ჩამოწერილებში“.

„მე მგონი ,უკვე ჩამოწერილი ვარ ! თუმცა პირადად მე არც სიაში ვწერივარ და არც  ‘’ქართული ოცნებიდან’’ ჩამოწერილებში. რადგან  პრემიერ-მინისტრთან და თუნდაც ბატონ ბიძინასთან პირისპირ საუბრისას  ჩემი არგუმენტები აუცილებლად მექნება ! იცით გული რაზე მიკვდება ? არ მინდა ,რომ ჩემი მანდატი ვიღაც ლიბერასტსა და ნაცს ჩავაბარო! მე ვიბრძოლებ! ეროვნული კაცი ვარ , ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ,ქართული ტრადიციების მიმდევარი ვარ და თუ ასეთი კაცი ‘’ ქართულ ოცნებაში ‘’ არ უნდათ, პირდაპირ გვითხრან!“ - აცხადებს  ნიშნიანიძე. 

ამავე თემაზე