2016-05-17 14:05:40
ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე ჩატარებული პლებისციტი ეჭვქვეშაა დასაყენებელი

თამაზ მეჭიაური ნატო-ში გაწევრიანების თაობაზე ჩატარებული პლებისციტის შედეგებს ეჭვქვეშ აყენებს. მისი თქმით, ეს პლებისციტი წლების წინ ჩატარდა და მას შემდეგ ბევრი რამე შეიცვალა. 

”პლებისციტის შედეგი, რომელზეც აპელირებენ, როგორც წინა, ასევე დღევანდელი ხელისუფლება, რომ ქართველი ხალხის არჩევანია ნატო-ში შესვლა, ჩემი აზრით, არის ეჭვქვეშ დასაყენებელი. კი ბატონო, ჩატარდა ასეთი პლებისციტი, თუმცა იმ არჩევნებზე ყველა თანხმდებოდა ”ნაციონალების” გარდა, რომ ის იყო გაყალბებული. დავუშვათ პლებისციტის შედეგები არ გაყალბებულა და მაშინ ასეთი ნება ჰქონდა ხალხს, მას შემდგე ბევრი რამე შეიცვალა. მაშინ თუ ასე ფიქრობდნენ, ეს იმედები გაუცრუვდათ, თუნდაც იმავე, 2008 წელს, როდესაც დასავლეთმა ჩვენი დახმარების თვალსაზრისით ვერაფრით ვერ გამოიჩინა თავი...
უნდა დაინგრეს ის სტერეოტიპი, რომ ყველა ახალი პარტია, რომელიც იქმნებოდა, პირველი იწყებდა იმით, რომ იმას უფრო მეტად უყვარს ნატო, ვიდრე წინას, კიდევ მომდევნოს კიდევ უფრო მეტად უყვარს და ამაზე აგებდა თავის ხედვას. ეს სტერეოტიპი უნდა დაინგრეს და ყველას დაერქვას თავისი სახელი. ვისაც უყვარს ნატო ისინი დაჯგუფდნენ ერთად, ვისაც მიაჩნია, რომ რუსეთია მხოლოდ ხსნა, ისინი - ერთად და ვისაც მიაჩნია, რომ ეროვნული ინტერესია უპირეველესი და ხან შეიძლება ნატო-ს დაემთხვეს შენი აზრი, ხან რუსეთს, ხან ჩინეთს, ესენი დაჯგუფდნენ ერთად. ამომრჩეველმა, მერე თვითონ გაარკვიოს, რომელს უფრო მეტ პატივს სცემს”, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა. 

ამავე თემაზე