2016-03-20 14:41:48
ხანძარი სამებაში-მეხანძრეები ხანძრის კერას ეძებენ(ფოტო)

სამების საკათედრო ტაძარში ხანძარია. ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.  ჯერჯერობით  ცეცხლის ლოკალიზება არ მომხდარა. სამების ტაძარში მეხანძრეები ხანძრის კერას ეძებენ.

როგორც "პირველ რადიოს" საგანგებო სიტუაციათა სამსახურში განუცხადეს, ტაძარში ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც ადგილზე 10 სახანძრო სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული. 

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელედება. ასევე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი. 

 

ამავე თემაზე