„მაქსიმალურად გავზრდით მოსამართლეთა ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან“, ეს განცხადება ბიძინა ივანიშვილმა კოტე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მდივანი ლევან მურუსიძე.
"სასამართლოს და მოსამართლეებს უნდა შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი რომ ისინი ნაკლებად დამოკიდებულნი იყვნენ მატერიალურად და მათ ჰქონდეთ ყველაზე კარგი პირობები. პირველი რაც უნდა მივიღოთ, მთელი საზოგადოება უნდა განვითარდეს ჰარმონიულად, წინმსწრებად, თუ ვინმე უნდა განვითარდეს ჩვენს საზოგადოებაში, ეს უნდა იყოს სასამართლო და ესენი უნდა იყვნენ მოსამართლეები. გვქონდა საუბარი იმაზე, რომ მაქსიმალურად გავზრდით ხელფასებს, რაც შესაძლებელია ჩვენი ბიუჯეტიდან და ჩვენი რეალობიდან გამომდინარე. მაქსიმალურად გავაუმჯობესებთ სოციალურ პირობებს, ეს იქნება მანქანები თუ სხვა ტიპის ჯანდაცვის დახმარებები, რათა თითოეულმა მოსამართლემ თავი იგრძნოს დაცულად და დამოუკიდებლად. პირველ რიგში, სასამართლო უნდა გრძნობდეს ამას და დღეს როგორც ბატონმა ლევანმა თქვა, თითოეულ მოსამართლემდე მიიტანს ამ სულისკვეთებას, რომ მათთვის გადაწყვეტილების მიღების პროცესი აბსოლუტურად მათზე იყოს დამოკიდებული და არა გარე ძალებზე", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა