2016-02-26 13:54:25
ლაგოდეხის ინციდენტში მონაწილეებ პატიმრობა შეეფარდათ

ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში მომხდარი ინციდენტის მონაწილეებს  გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. ომარი ბერძულს, შენგელი ტეფნაძეს, მურმან გოგიაშვილს და ზაზა გოგოლაძეს ბრალად პოლიციელების ფიზიკური შეურაცხყოფა ედებათ. მათ პროცესზე ადვოკატი არ ჰყოლიათ. 

შეგახსენებთ, რომ  23 თებერვალს სოფელ აფენში  პოლიციელებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაკავებულების ახლობლებმა მათი გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციაც გამართეს.

ამავე თემაზე