2016-02-26 12:06:15
"რაც უფრო სწრაფად გაირკვევა ყველა საკითხი, მით უკეთესი იქნება" - საგარეჯოს არჩევნების გამოძიება

საგარეჯოს შუალედური არჩევნების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ეხმაურება:

"მე ვერ გეტყვით გამოძიების დაწყების მასალად რა იქნა მიჩნეული, მაგრამ თუ გამოძიებამ ჩათვალა, რომ გარკვეულ საკითხებზე რეაგირებაა საჭირო, ანუ ის, რომ გამოძიებამ გადაამოწმოს ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება სხვადასხვა საჯარო განცხადებებში, ვფიქრობ, ეს ნათლად და მარტივად შეიძლება მოხდეს და ალბათ, კითხვები ღიად არ უნდა დარჩეს. ყველას ინტერესებშია, რომ ამ თემაზე დებატები და დაპირისპირება არ გაგრძელდეს. რაც უფრო სწრაფად გაირკვევა ყველა საკითხი, მით უკეთესი იქნება", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე