2016-02-26 12:00:09
სკანდალი: КГБ-ს კადრი ქართულ უშიშროებაში - ვინ არის სუს-ის უფროსის მოადგილე?

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი კანდელაკის განცხადებით სუს-ის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილია ის პირი, ვინც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გავრცელებას უწყობს ხელს. კანდელაკი ამბობს, რომ მჭედლიშვილი რუსული КГБ-ს კადრია და ის წლების განმავლობაში საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად და მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად მუშაობდა. კანდელაკი მის გადადგომას ითხოვს და ამბობს, რომ მჭედლიშვილის თანამდებობაზე ყოფნა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხისშემცველია.

"ყურადღება! საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე მირიან მჭედლიშვილი - პირადად ივანიშვილის კადრი რომელიც წლები მუშაობდა ბანკ „ქართუში“ - საბჭოთა უშიშროების ანუ КГБ-ს ნომენკლატურა აღმოჩნდა! ენმ: საქართველოს უშიშროების სამსახური ოკუპანტი სახელმწიფოს მიერაა ინფილტრირებული 26.02.2016 ერთიანი ნაციონალური მოძრაობამ ამჟამინდელი მთავრობის მიერ ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მიყენებული ზიანი არაერთხელ გამოავლინა. ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ფაქტიურად შეწყვეტილია კონტრდაზვერვითი საქმიანობა, სისტემა გაივსო არაკომპეტენტური კადრებით მაშინ როცა არაერთი კვალიფიციური და ღირსეული ოფიცერი ან სამსახურიდანაა გაშვებული ან დაპატიმრებული (მაგალიტად კონტრდაზვერვის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ტაბიძე) ჩვენ არაერთხელ ვსაუბრობდით იმის შესახებაც რომ რეალურად მიმდინარეობს ჩვენი უსაფრთხოების სისტემის ინფილტრაცია მტრული სახელმწიფოს მიერ. დღეს გვსურს შემოგთავაზოთ ამის დამადასტურებელი მაგალითი. ჩვენ მოვიპოვეთ მტკიცებულება - საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის მცხეთის რაიკომის ოფიციალური გაზეთის 1985 წლის ნომერი, რომლის თანახმადაც ამჟამადსახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე, მირიან მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის რაიკომის ინსტრუქტორად. ამის შემდეგ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, ბ-ნი მჭედლიშვილი ასევე მუშაობდა მცხეთის რაიონის კომუნისტური პარტიის ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილების უფროსად. ორივე თანამდებობა, პირდაპირ წარმოადგენს საბჭოტა კავშირის უშიშროების კომიტეტის ე.წ. კაგებეს ნომენკლატურას. ანუ გამოდის რომ დღეს, საქართველოს უშიშროების სამსახურის საკვანძო თანამდებობის პირი, რომელსაც წვდომა აქვს აბსოლიტურად ყველა საიდუმლო ინფორმაციაზე არის კაგებეს ყოფილი ნომენკლატურა. აღნიშნული ინფორმაცია არის საქართველოს სახელმწიფოს უშიშროების სისტემის მორღვევის გამო განგაშის ზარის შემოკვრის კიდევ ერთი მიზეზი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ბ-ნი მჭედლიშვილია დაკავებული - ბიძინა ივანიშვილის დავალებით - რუსული პროპაგანდის კოორდინაციით და სხვადასხვა მედია საშუალებების დაფინანსებით, რომლებიც ახდენენ აღნიშნული პროპაგანდის გავრცელებას. შეგახსენებთ რომ ანტიდასავლური პორპაგანდის საქართველოში გაძლიერებაზე სულ ცოტა ხნის წინ შეერთებული შტატების დაზვერვაც საუბრობდა. ბატონი მჭედლიშვილი წლების განმავლობაში მუშაობდა ბანკ „ქართუში“ ითვლება პირდაპირ ივანიშვილის კადრად და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. ბატონი მჭედლიშვილი დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან რადგან მის მიერ თანამდებობაზე გატარებული ყოველი წუთი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის პირდაპირ საფრთხეს შეიცავს. გარდა ამისა ბატონი მჭედლიშვილის ამ თანამდებობაზე ყოფნა პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. და დაიწყოს გამოძიება ყველა იმ პირის მიმართ ვინც ახდენდა მისი ამ თანამდებობაზე დაინშვნის ლობირებას, პირველ რიგში კი ბიძინა ივანიშვილის მიმართ." წერს გიორგი კანდელაკი.

ამავე თემაზე