2015-12-01 15:16:23
ფუტსალის ასოციაციას სფფ-ს წევრობა შეუჩერდა

სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებით, ფუტსალის ასოციაციას ფედერაციის წევრობა დროებით შეუჩერდა. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან კობიაშვილმა განაცხადა, მიზეზი  ფუტსალის ასოციაციაში შექმნილი მდგომარეობაა.

 "ფუტსალის ასოციაციაში ქაოსია. არ ტარდება ჩემპიონატი. ოქტომბერში დაიწყო პირველობა, თუმცა ამ დრომდე მხოლოდ 4 თამაშია გამართული. ჩვენ მივწერეთ ფუტსალის ასოციაციას, თუმცა მათგან მივიღეთ ასეთი პასუხი, რომ ჩემპიონატი ჩვეულ რიტმში გაგრძელდება, თუმცა ეს რას ნიშნავს გაუგებარია. გარდა ამისა, მათ მიერ გამოგზავნილ წერილს ხელს არავინ არ აწერს, შესაბამისად, ასოციაციაში პასუხისმგებლობის ამღებიც კი არავინ აღმოჩნდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ასოციაციას შეუჩერდეს წევრობა. დაველოდებით ფუტსალის ასოციაციაში რიგგარეშე არჩევნებს, რომელიც 5 დეკემბერს უნდა გაიმართოს და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რა იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯი", - განაცხადა კობიაშვილმა. 

ამავე თემაზე