2015-11-27 13:34:58
ტყემალაძე პენსიების ზრდაზე: ეს დავალება მანამდე იყო გაცემული, სანამ ამ თემაზე საუბარს „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებდა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ პენსიების ზრდის შესახებ არსებობდა პირდაპირი დავალება პრემიერისგან. მისივე თქმით, ეს დავალება მანამდე იყო გაცემული, სანამ ამ თემაზე საუბარს „ნაციონალური მოძრაობა“ დაიწყებდა. „პირდაპირი დავალება იყო პრემიერის, რომ მოძებნილიყო საშუალებები, რითიც შეიძლება გაზრდილიყო. ეს ჯერ კიდევ მანამდე, სანამ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ინიციატივას გააკეთებდა. ეს არის ის, რისი საშუალებაც მოიძებნა ამ ეტაპზე“, - განაცხადა ტყემალაძემ. შეგახსენებთ, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან პენსია 180 ლარი გახდება – აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა

ამავე თემაზე