2015-11-27 12:20:34
თურქეთში ბათუმი-სტამბულის ავიარესის მგზავრები ისლამური ხალიფატის მებრძოლის სტატუსით დააკავეს

თურქული მედიის ინფორმაციით, ბათუმი-სტამბულის ავიარესის 3 მგზავრი დღეს თურქეთის ქალაქ ხოფაში დააკავეს. როგორც მედია წერს, თურქული სპეცსამსახურების ინფორმაციით დაკავებულები ისლამური ხალიფატის მებრძოლები არიან. ამ დროისათვის არ კონკრეტდება დაკავებულთა ვინაობა. ასევე უცნობია არიან თუ არა მათ შორის საქართველოს მოქალაქეები.თურქული მედია ირწმუნება, რომ დაკავებულების ისლამურ ხალიფატთან ურთიერთობის შესახებ სპეცსამსახურები ინფორმირებული იყვნენ და დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც ეჭვმიტანილები საქართველოდან თურქეთში საპასპორტო კონტროლის გასავლელად გადავიდნენ.

ამავე თემაზე