2015-11-08 13:55:08
პაატა სალია მოუწოდებს დროებით მმართველებს დაიწყონ დაკისრებული ვალდებულებების შესრულება

ქიბარ ხალვაშის იურისტი პაატა სალია რუსთავი 2-ის დროებით მმართველებს მიმართავს და მოუწოდებს ნაკისრი ვალდებულებების შესრულება დაიწყონ. განცხადება ამის შესახებ სალიამ კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. 

სალიამ სატელეფონო კომენტარი მას შემდგ გააკეთა რაც რუსთავი 2-ის 91% ის მფლობელებმა ყარამანიშვილებმა დროებითი მმართველების შეთავაზებაზე უარი თქვეს და არ აღიარეს მოსამართლე ურთელიძის განჩინება. ყარამანიშვილებმა გადაწყვეტილება ანტისკონსტიტუციურად სცნეს. 

"ეს პოზიცია არა არის სწორი. მათ განჩინების საფუძველზე ევალებათ დაუყონებლივ შეუდგნენ საქმიანობას. ნებისმიერი განცხორციელებული მოქმედება მას შემდეგ რაც განჩინება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა არის მათი პასუხისმგებლობა. სამწუხაროდ ყარამანიშვილების მხრიდან შერჩეულია კომფრონტაციული  ტონი, ჩემი აზრით ეს არ ტოვებს სხვა საშუალებას, რომ მმართველებმა განახორციელონ დაკისრებული ფუნქციები მათ პირდაპირ ევალებათ, რომ დაიწყონ მოქმედება და ამან შეიძლება მიაყენოს კომპანიას გარკვეული ზიანი თუ ისინი არ იმოქმედებენ. ვთვლი, რომ ყარამანიშვილების ამ ტიპის განცხადება არ ემსახურება კომპანიის ინტერესებს,"-აცხადებს პაატა სალია. 

ამავე თემაზე