2015-10-29 13:30:16
თამაზ დვალიშვილი: „ბრენდისა და ჯენერიკის მოქმედი აქტიური ნივთიერება ერთნაირია, უბრალოდ მწარმოებელია სხვა“

ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტების ფასების დასარეგულირებლად, ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლა და სეგმენტის გაფართოება დაანონსა, ჯენერუკ მედიკამენტებტან დაკავშირებით „ემ ფარმას“ დირექტორს თამაზ დვალიშვილს ვესაუბრეთ:

“ჯენერიკი არის კვლავწარმოებული პრეპარატი. როდესაც გარკვეული კომპანია ქმნის ახალ პრეპარატს და თავად აწარმოებს ათი წლის განმავლობაში, პატენტის ვადის ამოწურვის შემდეგ ყიდის ლიცენზიას, თუ მსურველია სხვა მწარმოებელიც, რომ იგივე ქიმიურად აქტიური და მოქმედი ნივთიერებების შემადგენლობით  აწარმოოს პრეპარატი, ოღონდ სხვა სახელწოდებით. ანუ ბრენდისა და ჯენერიკის მოქმედი აქტიური ნივთიერება არის იგივე, უბრალოდ მწარმოებელია სხვა. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ  მწარმოებელი ქვეყანა არ შეიძლება იყოს ხარისხის მაჩვენებელი. თუ ბრენდი, რომელიც არის ავტორიტეტული, შეიძლება თავისივე პროდუქტს აწარმოებდეს ინდოეთში, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ არის მის ხარისხზე პასუხისმგებელი. თუმცა თუ ჯენერიკის ლიცენზიანტი, ანუ ახალი მწარმოებელი ნაკლებად ავტორიტეტული კომპანიაა, ამ დროს შეგვიძლია შევხედოთ ეჭვის თვალით, რამდენად სანდოა. არის მეორე მომენტიც, როდესაც სერიოზული კომპანია არაწმოებს პრეპარატებს ინდოეთში, ჩნდება კითხვა, რატომ ინდოეთში, როდესაც ტექნოლოგიები არის საფრანგეთში, შვეიცარიაში და ა.შ. როგორც წესი აზიის ქვეყნებში მეორადი ტექნოლოგიები შედის, ან არავინ იცის, როგორ აწარმოებენ. ამიტომაა უნდობლობა მათ მიმართ. თუმცა, როდესაც სერიოზული, გამოცდილი კომპანია აწარმოებს ამ ქვეყნებში, ხარისხის გარანტია უფრო მაღალია. რომელ ქვეყანაშია დამზადებული მედიკამენტები  მნიშვნელოვანია, რადგან ევროპის ქვეყნებში მედიკამენტების შიდა წარმოების კონტროლი იმდენად მაღალია და იმდენად დაცულია სტანდარტები, იქ ეჭვი არ ჩნდებს მის ხარისხზე.“

ამასთან დვალიშვილი აღნიშნავს, რომ  „ემ ფარმას“ ქსელში ბრენდი უფრო მეტად იყიდება იმის გათავლსწინებით, რომ უფრო დიდია სანდოობა და შედეგეცი ეფექტურია. „ჯენერიკები ჩვენ ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან შემოგვაქვს.  ინდური წარმოების ჯენერიკები, ისეთ სერიოზული მიმართულებებში, როგორიცაა კარდიოლოგიური მედიკამენტები, ანტიბიოტიკები და ა.შ. პრაქიკულად ჩვენთან არ იყიდება. ეს ძალიან იშვიათობაა. ინდური წარმოების გვაქვს მარტივი მედიკამენტები, მაგალითად პარაცეტამოლი, რომლის გამოშვება არც ერთ ქვეყანაშია პრობლემა. იმ ქვეყნების მედიკამენტებისადმი, რომლებიც ისტორიულად უკვე არიან ჩამოყალიბებული ფარმაცევტული მწარმოებლები და სადაც სერიოზული კონტროლი მუშაობს სახელმწიფოს თვალსაზრისით, სანდოობა მაღალია. ჯენერიკების ხიბლი იმაშია, რომ  ფასი არის ნაკლები ბრენდთან შედარებით. თუ ვერ ყიდულობს პაციენტი ვთქვათ 18 ლარიან როცეფინს, იყიდის მის 10 ლარიან ჯენერიკს, სულ ანტიბიოტიკის გარეშე რომ არ დარჩეს. ამ შემთხვევაში გამართლებულია ჯენერიკების არსებობა, მაგრამ ევროპული ჯენერიკები ნადმვილად სჯობს, მესამედი ქვეყნების წარმოებულ მედიკამენტებს, ეს მიდგომა გასათვალსიინებელია,“

ამავე თემაზე