2015-09-02 11:39:38
"ხარძიანის მკვლელის ვინაობა ცნობილია და წლის ბოლომდე დაკავებული იქნება"- ადვოკატი

წლის ბოლომდე ბესიკ ხარძიანის მკვლელის დაკავებას აანონსებს ხარძიანების ოჯახის ადვოკატი. როგორც  მალხაზ სალაყაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, მკვლელის ვინაობა ცნობილია და გამოძიებისთვის ეჭვმიტანილი არ შეცვლილა.  მისივე ინფორმაციით, ეჭვმიტანილი საქართველოს საზღვრებს გარეთ იმყოფება.

"ოჯახის სახელით ვიტყვი, რომ პროკურატურა ყველა ნიუანსთან დაკავშირებით ოჯახთან კონტაქტშია, რაც იმედს იძლევა, რომ საქმე წარმატებით გაიხსნება. რაც შეეხება მკვლელს, მისი ვინაობა ცნობილია და გამოძიებისთვის ეჭვმიტანილი არ შეცვლილა და არც დამატებულა სხვა პიროვნება",- განაცხადა მალხაზ სალაყაიამ. 
ადვოკატის ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით არც ერთი ვერსია არ მოხსნილა, მათ შორის არც ბიზნესმენ გია უდესიანის საქმესთან შემხებლობის ვერსია. 
რაც შეეხება დაიკითხა თუ არა გია უდესიანი, ადვოკატის თქმით, მას ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნი. 
ადვოკატ მალხაზ სალაყაიას განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პროკურატურასთან ერთად საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

ამავე თემაზე