2015-09-01 11:07:49
ეკონომიკის მინისტრის პოსტს დიმიტრი ქუმსიშვილი დაიკავებს

მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, გიორგი კვირიკაშვილს ეკონომიკის მინისტრის პოსტზე ვიცე-მერი დიმიტრი ქუმსიშვილი ჩაანაცვლებს. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ განნხორციელებული ცვლილებები სამთავრობო მუშაობისთვის სასარგებლო იქნება და სარგებელს ქვეყანასაც მოუტანს. ახალ მინისტრებს პრემიერმა წარმატება უსურვა. "ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე წარმოგიდგენთ ბატონი დიმიტრი ქუმსიშვილის კანდიდატურას. თქვენ იცით, რომ ბატონ დიმიტრის აქვს როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორის მართვის სერიოზული გამოცდილება. იგი მუშაობდა ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობებზე. ამჟამად კი იკავებდა თბილისის ვიცე-მერის პოსტს და მაღალი ეფექტურობით გამოირჩეოდა. მასაც აქვს სერიოზული ცოდნა და გამოცდილება ეკონომიკური განვითარების, ინვესტიციების წახალისებისა და მმართველობის სფეროებში გააძლიერებს მთავრობის მუშაობას,“–განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

ამავე თემაზე