2015-07-29 12:58:07
რიკოთის გვირაბში ხვალ მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის გვირაბში მოძრაობა რამდენიმე საათით შეიზღუდება.  საავტომობილო დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში გაწმენდითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 30 ივლისის ღამის 01:00 სთ–დან დილის 06:00 სთ–მდე, გვირაბში იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელი გზის გავლით.
დროის ამ პერიოდში, რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე 2 სხვადასხვა ადგილას უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

ამავე თემაზე