2015-07-20 23:44:33
სკანდალი: სუს-ის მაღალჩინოსანი რუსეთში გაიქცა და დოკუმენტები წაიღო?

"პირველი რადიოსთვის" კონფიდენციალური წყაროდან ცნობილი გახდა, რომ შსს-ს გაყოფის წინ, სამინისტროს სახელმწიფო უშიშროების სააგენტოს, ანალიტიკური სამსახურის უფროსმა ქართველიშვილმა საქართველო დატოვა. ის ოკუპირებული ტერიტორიის გავლით, ახალგორის მხრიდან რუსეთში გადავიდა და ამჟამად მოსკოვში იმყოფება. წყაროს ინფორმაციით, სუს-ის ანალიტიკური სამსახურის უფროსი ოკუპირებულ ტერიტორიამდე ტაქსით მივიდა და ქართველი სამართალდამცავების და საოკუპაციო ხაზი სამსახურეობრივი საბუთის ჩვენების შემდეგ გადალახა. სამართალდამცველებს ქართველიშვილმა განუცხადა,რომ  ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე დავალებით გადადიოდა. წყაროს ცნობით ქართველიშვილმა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე და შემდეგ უკვე რუსეთში მნიშვნელოვანი ინფორმაცია და დოკუმენტები გადაიტანა. როგორც წყარო იტყობინება, უკვე დაკითხულია ის ტაქსის მძღოლი, რომლითაც ქართველიშვილმა იმგზავრა და სავარაუდოდ დაკითხულნი არიან ქართველიშვილის ოჯახის წევრებიც, რომელთაც წყაროს ცნობით ქართველიშვილმა რუსეთიდან უკვე დაურეკა. კონფიდენციალური წყაროს მიერ მოპოვებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ,,პირველი რადიო" შს- სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განგვიცხადეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სამინისტროს გაყოფამდე სუს-ის უფროსი, "ქართუ ბანკის" უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი მირიან მჭედლიშვილი იყო. 

ამავე თემაზე