2015-07-02 15:27:47
"სახალხო დამცველის 47 რეკომენდაციიდან შევასრულეთ 37"

პარლამენტი 2014 წლის ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის ანგარიშს განიხილავს. 900 გვერდიან დოკუმენტში საუბარია ძალოვანი უწყებების საქმიანობაზე, გახმაურებულ საქმეებსა და უმცირესობის უფლებებზე.უმრავლესობაში ამბობენ, რომ ხელისუფლებამ პარლამენტის მიერ მიცემული 47 რეკომენდაციიდან 37 სრულად თუ ნაწილობრივ შეასრულა, დანარჩენზე კი მონიტორინგს აწარმოებენ:

"47 რეკომენდაციიდან, როემელიც გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას მისცა, ჩვენ მონიტორინგი განვახორციელეთ და 37 რეკომენდაცია აქედან არის სრულად და ნაწილობრივ შესრულებული. რომელიც დარჩა შეუსრულებელი, ამ ნაწილზე ჩვენ კონტროლს და მონიტორინგს ვაგრძელებთ და ასევე მინდა გითხრათ, რომ დარჩა რამდენიმე საქმე რომელზედაც გამოძიება მიმდინარეობს და რამდენიმე უკვე გიხსნა და სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები. იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებით იყო სამდურავი, ჩვენ გავიზიარეთ ეს რეკომენდაციები. ახალი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პირობებში მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სურათი რეალურად მომავალ წელს შეიცვლება." აცხადებს ეკა ბესელია.  

ამავე თემაზე