2015-07-02 12:05:07
„გადმოხტა მარგველაშვილი, წამოაყენა ქალბატონი, შემდეგ ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა“

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი უჩა ხვედელიძე "ფეისბუქზე" ტაბიძის ხიდთან მომხდარი ამბის შესახებ წერს

"დილით სამსახურში რომ მივდიოდი სასიამოვნო ფაქტს შევესწარი. შეიძლება ითქვას ქართველი პოლიტიკოსებისთვის არადამახასიათებელს და ამიტომ ქართველი ხალხისთვისაც მოულოდნელს და გასაკვირვს. მოკლედ, ტაბიძის ხიდზე გადავდიოდი და მეორე მხარეს დავინახე, რომ საკმაოდ მოხუც ქალბატონს ფეხი დაუცდა და წაიქცა, ამ დროს მასთან ახლოს არავინ იყო, მეც შორს ვიყავი და იმ წამსვე წავედი მისკენ, სანამ ტაბიძის ხიდზე გადავიდოდი მოულოდნელად მოხუცის წინ გაჩერდა სრაფად მომავალი ორი ტოიოტას ჯიპი და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გადმოხტა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და ძალიან სწრაფად დაბრუნდა მანქანაში. მე არა თუ ხიდზე გადასვლა, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი",-წერს ხვედელიძე 

ასევე, ფეისბუქმომხმარებელი ანუკი ლომიძე ავრცელებს ფოტოს წარწერით:  „უფრო ადრე ვერ მოვასწარი გადაღება ისე უცებ მოხდა. უკან რომ დგას იმ ტაქსიში ზის უკვე ბებო და წინ მარგველაშვილი ჯდება მანქანაში“

ამავე თემაზე