2015-07-02 00:03:12
დაიწყება თუ არა ბილეთების სკანდალზე გამოძიება - გასაჯაროვდება თუ არა უეფასთან ხელშეკრულება?

„აუცილებელია ჩემის აზრით, რომ პირველ რიგში გასაჯაროვდეს კონტრაქტი, რომელიც არის გაფორმებული  სფფ-სა და biletebi.ge-ს შორის და გაირკვეს ვის ეკუთვნის მადლობა, ბრჭყალებში, ვის ეკუთვნის საყვედური„-ამ განცხადებას „პირველ რადიოსთან“ საუბარში უმრავლესობის დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე აკეთებს. ლორთქიფანიძე ამბობს, რომ უნდა გაირკვეს რეალურად რა მოხდა და რამ გამოიწვია ასეთი დიდი პრობლემა უეფსა სუპერთასის ბილეთების ონლაინ გაყიდვებთან დაკავშირებით, თუმცა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას საჭიროდ არ მიიჩნევს. როგორც დავით ლორთქიფანიძე ამბობს, ამისთვის არსებობს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები და არ არის გამორიცხული, რომ ისინი უკვე დაინტერესებული იყვნენ ამ საკითხით: „საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას მე არ ვთვლი, რომ აუცილებელია, თუმცა  სათანადო ორგანოები მე ვფიქრობ, უნდა დაინტერესდნენ   ამ საკითხით.მე არ გამოვრიცხავ,რომ უკვე დაინეტერსებულიც იყვნენ,    ამის ინფორმაცია არ მაქვს და არც არის აუცილებელი მე მქონდეს ეს ინფორმაცია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ასე იყოს.“ აცხადებს ლორთქიფანიძე და  გარკვეულ ეჭვებს გამოთქვამს თანხებთან დაკავშირებითაც:

მე არ მგონია, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა იყოს ამისთვის აუცილებელი. ამისთვის არსებობს კომპეტენტური ორგანო - შსს. სადაც შეუძლიათ დაადგინონ, სერვერებზე ხდებოდა თუ არა იმ ადამიანების ფიქსირება რეალურად, რომელიც შემოდიოდა და რასთან გვქონდა საქმე. იმიტომ, რომ მომხმარებელი ამ შემთხვევაში, მათ შორის მეც, ხან ვიყავი რიგში 34 000-ე, ხან 68 000-ე და ხან რა, მერე აგდებდა და თავიდან აყენებდა რიგში, ამიტომ ბევრი რამ არის კითხვის ნიშნის ქვეშ. კომპეტენტურ ორგანოები უნდა დაინტერესდნენ, მით უფრო, რომ  ამის შესახებ თავად განაცხადა სფფ-ს გენერალურმა მდივანმა, ოღონდ ეს განაცხადა მას შემდეგ, რაც მე განვაცხადე. დადგინდეს რეალურად რასთან გვქონდა საქემე- ეს იყო სისტემის ბრალი, მაგრამ სისტემის ბრალიც რომ ყოფილიყო, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან, იმიტომ, რომ სისტემა უნდა მომზადებულიყო ამისათვის სათანადოდ და როდესა ფედერაციას აქვს ხელშეკრულება გაფორმებული biletebi.ge-სთან და არა ისე, როგორც თვითონ წარმოადგენენ, რომ თვითონ მხოლოდ გამტარები იყვნენ. მისცა უეფამ ხელშეკრულების მზა დოკუმენტია, ამათმა მხოლოდ გააფორმეს, სამართლებრივად ძალიან მარტივია, ვინც აფორმებს ხელშეკრულებას, ის არის პასუხისმგებელი. ამიტომ სფფ ამ საკითხათნ დაკავშირებით გვერდზე ვერ იქნება გაწეული. მით უფრო, რომ თავიდან აცხადებდნენ რომ მათ არანაირი შეხება არ ჰქონდათ, უეფას ჰქონდა პირდაპირ გაფორმებული ხელშეკრულება    biletebi.ge-სთან, ასე აცხადებდნენ ფედერაციის ხელმძღვანელები  22 ივნისს, მერე აღმოჩნდა მესამე დღეს, რომ თურმე უეფამ დაავალა სფფ-ს და სფფ-მ გააფორმა ხელშეკრულება biletebi.ge-სთან და ა.შ და ა.შ. ფედრაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თანხა უნდა გადერიცხა biletebi.ge-სთვის და ეს თანხა მათ არ გადაურიცხეს. სიჭინავამ ბრძანა, რომ ელოდებოდა რაღაც გაურკვევლობას ამ საქმესთან დაკავშირებით და ფედერაციას ასე უაზროდ თანხებს არ ხარჯავს- დაახლოებით ამ კონტექსტში თქვა და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ჩნდება კითხვა- იქნებ ეს ის თანხა იყო, რომელიც რომ გადარიცხვოდა biletebi.ge-ს, შეიძლება ეს პრობლემები თუ მარტო ტექნიკური იყო, შეიძლება არც შექმნილიყო.“ უმრავლესობის დეპუტატის განცხადებით, ბარსელონა-სევილიას თამაშზე დასასწრები ბილეთის შეძენა ჯერ-ჯერობით ვერც თვითონ მოახერხა, თუმცა იმედს არ კარგავს:

„ბილეთი სამწუხაროდ ვერ შევიძინე, სიჭინავას „ოჩერედები“ რომ დადგება იქ, იმედია ვინმე მოახერხებს, რომ ამ „ოჩერედებში“ აიღოს ბილეთი და რაღაც  ბილეთი შემხვდება.ჩემი მეგობრები ძალიან მოტივირებულებია არიან დადგნენ ამ „ოჩერედებში“ და ბილეთები აიღონ.“ განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის დეპუტატმა დავით ლორთქიფანიძემ „პირველ რადიოსთან“ საუბარში. 

 

ამავე თემაზე