2015-07-02 00:04:09
დიდი ცვლილებები უკრაინის მთავრობაში: კვიტაშვილი - ვინ არის შემდეგი?

უკრაინის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში თვეზე მეტია მიმდინარეობს მსჯელობა იმის შესახებ, უნდა დატოვოს თუ არა ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობდა. ოდესის გუბერნატორის განცხადების შემდეგ კი, უკრაინულ მედიაში და პოლიტიკურ წრეებში გაჩნდა ვარაუდი, რომ კვიტაშვილის მთავრობიდან წასვლის საკითხი გადაწყვეტილია- როგორც ცნობილია მიხეილ სააკაშვილმა კვიტაშვილს თანამდებობიდან წასვლა ურჩია. ვინ შეიძლება დატოვოს კვიტაშვილთან ერთად იაცენიუკის მთავრობა? არ გამორიცახავენ, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც „პერეტრუბაციებში“ მოყვება, ეკოლოგიის მინისტრი შევჩენკო იყოს, რომელმაც უკვე განაცხადა, რომ ის მზადაა პოსტი დატოვოს. აქტიურად მიმდინარეობს საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა პოსტი შს მინისტრმა არსენი ავაკოვმაც დატოვოს. აქტიურად საუბრობენ ასევე, რომ პრეზიდენტი პოროშენკო სერიოზულადაა დაკავებული იმით, რომ  მთავრობაში ძალოვანები ბოლომდე გააკონტროლოს. როგორც უკრაინული მედია ვარაუდობს, არ არის გამორიცხული პოსტი დატოვოს ფინანსთა მინისტრმა იარესკომ. იარესკო საერთშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკებებზეა პასუხისმგებელი.  

ამავე თემაზე