2013-06-17 20:06:44
ბერლინი: ერთი დღე ობამას ვიზიტამდე
გერმანია შეერთებული შტატების პრეზიდენტის დასახვედრად ემზადება. ბარაკ ობამა ბერლინში ოფიციალური 18-19 ივნისს ჩადის. დაგეგმილია ამერიკის პირველი პირისა და გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის პირისპირ შეხვედრა. ეს არის ბარაკ ობამას პირველი ვიზიტი გერმანიაში შეერთებული შტატების პრეზიდენტის რანგში. ორი ქვეყნის პირველი პირის აუდიენცია „Bellevue“ ს სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც მიღება შარლოტენბურგის სასახლეში გაგრძელდება. შესაძლოა, რომ ამერიკის პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მეუღლესთან და ქალიშვილებთან ერთად ესტუმროს.
ოთხშაბათს, 19 ივნისს კი ბარაკ ობამა სიტყვით გამოვა. მიმართვას ამერიკის პრეზიდენტი ბრანდერბურგის ჭიშკართან წაიკითხავს. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე 16 საათზე დაიწყება. ადგილიდან სადაც ბარაკ ობამა საზოგადოებას სიტყვით მიმართავს, 1963 წლის 26 ივნიის ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯონ კენედმა ცნობილი სიტყვები - „მე ბერლინელი ვარ“ წარმოთქვა. კენედის ვიზიტიდან წელს 50 წელი გავიდა.
ბერლინში კი უკვე ყველაფერი მზადაა მაღალი რანგის სტუმრის მისაღებად. ქალაქის ქუჩებში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მიიღეს. ვიზიტის დაწყებიდან მის დასრულებამდე რამდენიმე ცენტრალური მაგისტრალი გადაიკეტება, ასევე არ იმუშავებს რამდენიმე სახელმწიფო უწყება, მათ შორის გერმანიის პარლამენტი - ბუნდესთაგი. ქალაქის ქუჩებში ასობით სამართალდამცავი პატრულირებს. შეზღუდვებით მოძრაობას მუნიციპალური ტრანსპორტი, რაც ბერლინელებს და ბერლინის სტუმრებს დისკომფორტს უქმნის.

„პირველი რადიო“ გერმანია, ბერლინი.
ამავე თემაზე