2015-05-22 16:22:58
მიხეილ სააკაშვილი ლატვიის გენერალურ პროკურორს შეხვდა (ფოტო)

უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ლატვიის გენერალურ პროკურორს ერიკს კალნმეიერს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა მას ამ პოსტზე, წინა დღეს ხელახალი არჩევა მიულოცა.

მხარეებმა განიხილეს სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში უკრაინელი რეფორმატორებისთვის გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, ასევე უკრაინიდან უკანონოდ გატანილი ფულის უკრაინელი ხალხისთვის დაბრუნების საკითხი. მიხეილ სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ლატვიის გენერალურ პროკურორს ამ საკითხში დახმარებისათვის.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერიც გააკეთა, ხოლო ერიკს კალნმეიერსმა მას ლატვიის პროკურატურის საპატიო ნიშანი გადასცა.

ამავე თემაზე