2015-05-22 14:12:06
ვითიბი ბანკმა 11,9 მილიონი ლარის აგრო სესხი გასცა

2015 წლის პირველი კვარტლის შედეგებით, ვითიბი ბანკმა 11,9 მილიონი ლარის აგრო კრედიტი გასცა. აქედან შეღავათიანი აგრო პროგრამის ფარგლებში 7,6 მილიონი ლარის სესხია გაცემული. შეღავათიანი აგრო სესხები ძირითადად მეორე და მესამე  კომპონენტების ფარგლებშია გაცემული, რომლებიც ითვალისწინებენ ახალი საწარმოების შექმნის და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების საბრუნავი და ძირითადი საშუალებების დაფინანსებას. პირველ კვარტალში ვითიბი ბანკის აგრო სესხების პორტფელის ზრდამ 10% შეადგინა.

შეღავათიანი აგრო კრედიტის პროექტი 2013 წლის გაზაფხულიდან ამოქმედდა, ვითიბი ბანკი პირველი დღიდან აქტიურად ჩაერთო და სესხებს ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გასცემს.  დაფინანსებულ სექტორებს შორისაა: მემცენარეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, სასათბურე მეურნეობები და ა.შ

ვითიბი ბანკის საცალო ბიზნესის დირექტორმა ვალერიან გაბუნიამ აღნიშნა:

ჩვენ ძალიან წარმატებულად ვაფასებთ,  ბანკის მონაწილეობას აგროკრედიტის პროექტში. 2013 წლიდან ვითიბი ბანკმა ათეულობით საწარმო დააფინანსა. სესხები ყველა არსებული კომპონენტის ფარგლებში გაიცემა. ვთვლით, რომ შეღავათიანი აგრო კრედიტის პროგრამის განხორციელება დადებითად მოქმედებს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე და მნიშვნელოვანი შედეგის მომტანია აგრო სექტორისთვის.

 

ამავე თემაზე