2015-05-18 23:31:23
EXCLUZIVE- ხარძიანის სავარაუდო მკვლელი „ბარნოვის კიბეზე“ - რეისი თბილისი-კიევი (სამი ფოტო)

პროკურატურისთვის, ბესიკ ხარძიანის სავარუდო მკვლელის ვინაობა ცნობილია. "პირველი  რადიოსთვის" ცნობილი ხდება, რომ საგამოძიებო უწყება ეროვნებით ჩეჩენ ახალგაზრდა მამაკაცს ეძებს.ჩვენი ინფორმაციით, მან საქართველო თბილისი-კიევის რეისით დატოვა.  "პირველ რადიოს"  სანდო წყარომ  ფოტო მასალაც მიაწოდა, რომელიც სავარაუდოდ ე.წ. ბარნოვის ხიდის კიბეზე სათვალთვალო კამერით არის გადაღებული. ფოტომასალა სავარაუდოდ ოპერატიულია და წყაროს ინფორმაციით მასზე სწორედ ხარძიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცია ასახული. ფოტოზე ჩანს თუ როგორ ჩამორბის ის კიბეებზე, იხდის ქურთუკს, ატრიალებს და მას მეორე მხრიდან იცვამს. სავარაუდოდ მას შავი ქურთუკი ეცვა, ტერიტორია კი ლურჯი ფერის ქურთუკით დატოვა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, "პირველი რადიო" საქართველოს მთავარ პროკურატურას დაუკავშირდა. როგორც უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე საქმესთან დაკავშირებით კომენტარი არ კეთდება.  ოპერატიულ ვიდეო და ფოტომასალასთან დაკავშირებით უცნობია ხარძიანების ოჯახისთვისაც. ადვოკატი მალხაზ სალაყაია "პირველ რადიოსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პროკურატურას დაზარალებული მხარისთვის საქმის დეტალების ვალდებულება ეჭვმიტანილის დაკავებამდე არ აქვს, შესაბამისად მისი თქმით, ოჯახისთვის ფოტო და ვიდეომასალის შესახებ ცნობილი არ არის.

(ექსკლუზიური ფოტოების გამოყენებისას „პირველი რადიოს“ მითითება აუცილებელია)

ამავე თემაზე