2015-04-20 13:26:39
„ისლამური ხალიფატი უკვე საქართველოშია“-ბათირაშვილი და მარგოშვილი

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის განცხადებით, ხალიფატის მებრძოლთა რიგებში 25 ქვეყნის მოქალაქე იბრძვის. მათი საერთო რაოდენობა ამ დროისათვის დაახლოებით 35 ათასია, 10 ათასი კაცი კი საბრძოლო მოქმედებებში ჩართვისთვის ბანაკებში მომზადებას გადის. არეშიძის ინფორმაციით, ჩინეთშიც კი შეწუხებულები არიან იმით, რომ მათი მუსლიმური აღმსარებლობის მოქალაქე იუგურები ამ ომში მონაწილეობენ. არეშიძე ამბობს, რომ გერმანული პრესის ინფორმაციით, ხალიფატის რიგებში გერმანიის მოქალაქე 70-მდე ქალია ერაყში წასული. დაახლოებით ამდენივე საფრანგეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან. საგულისხმოა ის გარემოება, რომ მანდილოსნების მხოლოდ 10-15% მუსლიმური ოჯახებიდან. არეშიძე აცხადებს, რომ პირველი ვაჰაბიტები საქარველოში 1995 წელს გამოჩნდნენ, მაგრამ ამ საფრთხით არც ერთი ხელისუფლება არ დაინტერესებულა. არეშეძე აცხადებს, რომ თუ ადრე ხალიფატის მებრძოლთა რიგებში საქართველოს 170-მმდე მოქალაქე იბრძოდა, ახლა მათი რაოდენობა 40-მდე შემცირდა. როგორც არეშიძე „ასავალ დასავალი“  აცხადებს, მან არ იცის ეს ქართულ სპეცსამსახურების კარგი მუშაობის შედეგია თუ არა. არეშიძე აცხადებს, რომ ხალიფატის სირიის ფრონტს ხელმძღვანელობს თარხან ბათირაშვილი, ხოლო ერთ-ერთ მთავარ დაჯგუფებას სახელად „ალ ნუსას“ მუსლიმ მარგოშვილი.  ამავე ინეტრვიუში მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ისლამური ხალიფატი უკვე საქართველოშია.

წყარო „ასავალ დასავალი“

ამავე თემაზე