2015-04-16 23:16:01
ახალი სკანდალი ვაზაგაშვილის საქმეში - ინგლისური წარწერა რუსულ ხელყუმბარაზე: - „ საქმეს ბევრი ექსპერტი შეეწირება...“

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული გია სოსანაშვილი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს. „პირველ რადიოსთან“ საუბარში სოსო ჯოგლიძემ განაცხადა, რომ ხელყუმბარა, რომელიც სასაფლაოზე აფეთქდა რუსული წარმოების არ არის და გამოძიებამ „ცოტა თავი უნდა მოიფხანოს“:

„საქმესთან დაკავშირებით ბევრი რამე ხდება. ზუსტად იმ ხელყუმბარაზე რასაც ჩვენ ბრალდება გვედავება, ეს ის არ არის. რუსული წარმოების ხელყუმბარა, რომელიც იქ აფეთექბულა, ესეთი რაღაც არ არსებობს. აქ ცოტა სხვა რაღაცაა და გამოძიებამ ცოტა თავი უნდა მოიფხანოს და იპოვოს ნამდვილად ის,რითიც მოხდა მისი აფეთქება. ამ საქმეს ბევრი ექსპერტი შეეწირება. მაგ ხელყუმბარა, ლიმონკასთან დაკავშირებით დეტალური ახსნა მაქვს. ე.წ. ლიმონკა ეს არის ფრანგი კონსტრუქტორის გამოგონებული 1919 წელს, ლემონოვის მიერ და მისი სახელის საპატივსაცემოდ უნდა რქმეოდა ლემონი, მაგრამ შეცვალეს, დაამახინჯეს და დაარქვეს ლიმონკა. ეს იყო 1919 წელს. რომელიც მოქმედებაში მოდიოდა გასრულიდან 7-12 წამის განმავლობაში, შემდეგ, საბჭოთა კავშირის პერიოდში კონსტრუქტორს ხრამაევს, მისცეს ბრძანება, რომ გაეუმჯობესებინა აღნიშნული ხელყუმბარა- „ეფ 1“ ტიპის, რომლის სერიული გამოსვლა დაიწყო 1939 წლიდან. მისი წონაა 600 გ. სიგრძე  13 სმ.   სიგანე 6 სმ. შიგნით მოთავსებულია ფეთქებადი მასალა ტროტილი 60-70 გრამამდე. მისი მოქმედება არის 50 კვ.მ-ში. ასევე 100 მ-ში და 200 მ-ში შეიძლება ბრმა „ასკოლკისგან“ გამოიწვიოს სავალალო შედეგი. აფეთქების შედეგად აღნიშნული ხელყუმბარა ნაწილდება 300 ცალ ნამსხვერვად, ეს არის მსხვრევადი ტიპის ხელყუმბარა, რომელიც გამოიყენება მოწინააღმდეგის გასანადგურებლად. ყველაზე მთავარი რაც არის, საქმის მასალებში მთლიანად არის მითითებული, რომ აღნიშნული ხელყუმბარა არის რუსული წარმოების. მაგრამ რუსული წარმოების ხელყუმბარა როა ადასტურებენ ამოღებული ფალიით, რომელზეც წარწერა არის ინგლისური ასოებით, რუსული წარმოების ხელყუმბარას ასეთი წარწერა არ გააჩნია და ვერც შეეცდება სახელმწიფო ბრალდება აღნიშნული შეცვალონ, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი საქმის მასალები და მტკიცებულებები მე გამაჩნია. ეს არის ან ჩეხური წარმოების, ან ისრაელის, რომელიც ჩამოტანილია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიდოში და გამოიყენებოდა მხოლოდ და მხოლოდ  სავარჯიშოდ. რუსული წარმოების ხელყუმბარას რუსული ასოებით აწერია, თუ ჩვენი ექსპერტი ალთუნაშვილი მე რუსული წარმოების ხელყუმბარას მომიტანს ინგლისური ასოებით, ხელებს ავწევ საერთოდ ყველაფერზე, აღნიშნულიდან გამომდინარე მთელი საქმის მასალები და მტკიცებულებები არის გაყალბებული,“- განაცხადა სოსო ჯოგლიძემ „პირველ რადიოსთან“.    

 

ამავე თემაზე