2015-02-24 12:47:31
რუსულნომრიანი „სამხედრო“ -სატვირთო მანქანები თბილისში (ფოტორეპორტაჟი)

 „პირველმა რადიომ“ თბილისის ცენტრში მოძრავი რუსულნომრიანი 2 სატვირთო მანქანა დააფიქსირა. საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, ფერი რომელიც სატვირთო მანქანას ჰქონდა ტრანზიტის აღმნიშვნელია. რაც შეეხება ყვითელ ფერზე დატანილ ნომერს 06, ის რუსული კლასიფიკაციით, ინგუშეთის რესპუბლიკას ეკუთვნის. რუსულნომრიანი სატვირთო მანქანები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე აღმოსავლეთის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ. იმის გადასამოწმებლად თუ საიდან შემოვიდნენ და სად მიდიოდნენ ეს მანქანები, "პირველი რადიო" შს სამინისტროს დაუკავშრდა, თუმცა უწყებაში აღნიშნეს, რომ საზღვრის კვეთის შესახებ ინფორმაცია საჯარო არ არის, და ისინი ამ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.

ამავე თემაზე