2015-01-30 15:51:57
"დაგვაზიანეს, ეხლა ძლივს მოვისმინეთ ეს სწორი განცხადება"

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დიალოგის შეწყვეტის თაობაზე, ოპოზიცია მიესალმება და აცხადებს, რომ ეს დაგვიანებული, მაგრამ მაინც სწორი გადაწყვეტილებაა.

„ორწელიწადნახვარია გვესმის, რომ საოცარ წარმატებას მიაღწიეს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაში. რეალურად ამ ფსონით რუსულ ეკონომიკაზე სხვა ქვეყნისთვის დამანგრეველი ნაბიჯებით მათ დააზიანეს ჩვენი მოქალაქეები. შეამცირეს დასაქმებულთა რაოდენობა, ეხლა გვესმის აღიარება, რომ თურმე მახეა რუსული ბაზარი და წყვეტენ დიალოგს. დაგვაზიანეს, ეხლა ძლივს მოვისმინეთ ეს სწორი განცხადება. პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიხილოთ რეალური პოლიტიკური ნაბიჯები, რომელიც უნდა მოყვეს ამას და ივანიშვილი იზიარებს თუ არა ამ პოზიციას“ აცხადებს  გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე