2015-01-28 11:54:38
მაღალჩინოსნის დაპირისპირება პატრულთან- ახალი ვიდეომასალა (ვიდეო)

"ნაციონალური მოძრაობა" მორიგ ვიდეომასალას ავრცელებს, სადაც კვლავ პატრულის თანამშრომლები ფიგურირებენ. პოლიცია ამჯერადაც დამრღვევ მძღოლს აჩერებს, რომელიც ამბობს, რომ ზურა ბერიკაშვილია, პოლკოვნიკი და საპატრულო პოლიციას ეუბნება-"ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ". მოქალაქე არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფება და პატრულის მისამართით ფიზიკური დაპირისპირების მცდელობა აქვს. მოქალაქე, რომელიც ამბობს, რომ პოლკოვნიკია, შეიარაღებულია და სავარაუდოდ მან იარაღიც ამოიღო, თუმცა ვიდეომასალაში ისმის ხმა-"ამომვარდა"... ბრიფინგი ამ თემაზე ზურაბ ჯაფარიძემ გამართა.

ამავე თემაზე